Saturday, June 17, 2017

მეცხრე დღე
რეფლექსია
ტრენინგის ბოლო დღეა კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნაშრომებს და თითოეულმა ჩვენგანმა გააკეთა პრეზენტაცია,ყველა მათგანის ნაშრომი იყო საინტერესო.
პირველი  გამომსვლელი იყო მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან ქობალია,რომლის თემა იყო ,,მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში",რომელიც მეტად საინტერსო იყო.
მეორე პრეზენტატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ნიკოლაიშვილი,მისი საპრეზეზენტაციო თემა იყო ,,კომპიუტერული თამაშები."
მარი ძაგანიშვილის პრეზენტაციის თემა იყო ,,გერმანელების ცხოვრების წესი"
რომელიც მეტად საინტერესო იყო.
 ეკა მექვევრიშვილმა წამოადგინა პრეზენტაცია თემაზე,,დავიცვათ ჩვენი გარემო.
ნინო ომსარაშვილის თემა ეხებოდა ,,საქართველოს ძველი და ახალი საბრძოლო სტრატეგიები".
ყველა გამომსვლელის პრეზენტაცია იყო მეტად საინტერესო,შთამბეჭდავი,ორიგინალური.
დიდი მადლობა ტრენერს,ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგებისთვის!


Friday, June 16, 2017

მერვე დღე
რეფლექსია
გავეცანი მეშვიდე მოდულის რესურსებს,შევქმენით ონლაინ კითხვარი მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზნით,დავხვეწეთ გეგმა.

Sunday, June 11, 2017

მეშვიდე დღე
რეფლექსია
გავეცანი გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიას,რაც დამეხმარება მოსწავლეთა დიფერენცირებაში.ვისწავლეთ გაჯეტების დამატება.
ჩამოვწერეთ ინდიკატორები შეფასების რუბრიკისათვის და ავტვირთეთ დრაივზე.
ჩვენი პროექტისთვის შევარჩიეთ შაბლონი ხარაჩო.

Saturday, June 10, 2017

 მეექვსე დღე  
რეფლექსია
შევქმენით შეფასების სისტემა მიზნებიდან გამომდინარე და ინდიკატორების გათვალისწინებით,რომელსაც გამოვიყენებთ მოსწავლის ნაშრომის შეფასებისას,გავაზიარეთ ჩვენი ნაშრომები.

Saturday, June 3, 2017

დღე მეხუთე

მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი,გავეცანით,თუ რა არის საავტორო უფლება,ვისწავლეთ მისამართისა და სურათების გადმოწერა.შევქმენით სლაიდ შოუ Power Point-ში.

Sunday, May 14, 2017

რეფლექსია
მეოთხე დღე
დღევანდელი ტრენინგი იყო მეტად საინტერესო,შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრე შეფასების ფორმები,შევქმენი შეფასების რუბრიკა,რომლის მეშვეობითაც შევაფასებ მოსწავლეთა ცოდნას და გავზომავ მოსწავლეთა საჭიროებას.

Saturday, May 13, 2017

რეფლექსია
მესამე დღე

ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე,გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები,რომლის მიღწევაც მსურს,მასზე დაყრდნობით დავისახე სასწავლო მიზანი,გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები,რომელთა მეშვეობით გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.გავეცანით ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვების არსს.
 ვფიქრობ,რომ დღევანდელი ტრენინგი იყო მეტად ნაყოფიერი,განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრენერის თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულება თითოეული მონაწილის მიმართ.

მეცხრე დღე რეფლექსია ტრენინგის ბოლო დღეა კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნაშრომებს და თითოეულმა ჩვენგანმა გააკეთა პრეზენტაცია,ყველა მათგანის...